X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში შიდა გზები კეთდება

8 ოქტომბერი 2017

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი  ზურაბ ალავიძე სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოების მონიტორინგს აგრძელებს. 
ამჟამად მინისტრმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კაპანახჩასა და პირველ ქესალოში შიდა გზებზე მიმდინარე  სამუშაოები დაათვალიერა, სადაც ათეული წლებია გზის რეაბილიტაცია არ განხორციელებულა.  
ადგილობრივებს გზებზე არსებული ვითარება უსაფრთხოდ გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. ორივე სოფლის გზის ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება ნოემბერში დასრულდება, რის შემდეგაც მოსახლეობა ახალი გზით შეძლებს სარგებლობას. 
,,ავტომაგისტრალებსა და ცენტრალურ გზებთან ერთად, მუდმივი მონიტორინგის ქვეშ არის რაიონებსა და სოფლებში შიდა გზების რეაბილიტაციის თემა. სოფლებისა და მუნიციპალიტეტების მოსახლეობისთვის გამართული საგზაო ინფრასტრუქტურის შექმნაზე მილიონობით ლარი იხარჯება. სამინისტრო აქტიურად გააგრძელებს სამუშაოებს მუნიციპალიტეტებში, რათა მოვაწესრიგოთ ათეული წლების განმავლობაში დაზიანებული საგზაო ინფრასტრუქტურა’’-განაცხადა ზურაბ ალავიძემ.